05-07-2022

ოფიციალურად: გიორგი მაკარიძე ახალ კლუბში გადავიდა

ავტორი
32 წლის ქართველი მეკარე, გიორგი მაკარიძე კარიერას "პონფერადინაში" გააგრძელებს. ინფორმაციას ესპანური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
როგორც მოგეხსენებათ, მაკარიძეს "ალმერიასთან" კონტრაქტი ამოეწურა.
ქართველ მეკარეს "ალმერიაში" სათამაშო დრო არ ეძლეოდა და შესაბამისად შესაძლოა ითქვას, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
"პონფერადინა" გასულ სეზონში ესპანეთის მე-2 ლიგაში მერვე ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მაკარიძეს გასულ სეზონში მონაწილეობა 4 შეხვედრაში მიიღო.
OFICIAL - El portero Giorgi Makaridze nuevo jugador de la Deportiva.
— SD Ponferradina SAD (@SDP_1922) July 4, 2022
¡Bienvenido al Bierzo!
⚪️🔵⚔️#Adelanteyarriba#100AñosDeportiva pic.twitter.com/FFgUxUsVfX
ტეგები:
Facebook კომენტარები