• 05-07-2022
    გიორგი ჩაკვეტაძე: “სლოვანზე შესანიშნავი შთაბეჭდილებები მქონდა გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავასგან"
    გიორგი ჩაკვეტაძე: “სლოვანზე შესანიშნავი შთაბეჭდილებები მქონდა გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავასგან"

    როგორც მოგეხსენებათ, 22 წლოს ქართველო ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავა "სლოვანს" 1 წლიანი იჯარით შეუერთდა.


    ახალგაზრდა ფეხბურთელმა ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა:


    "სლოვანზე შესანიშნავი შთაბეჭდილებები მქონდა გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავასგან, რომლებსაც საქართველოს ნაკრებიდან ვიცნობ. ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მოუთმენლად ველოდები არა მხოლოდ მათ, არამედ ყველა ახალ თანაგუნდელს. ასევე ვიცნობ მწვრთნელ ვლადიმერ ვაისს, რომლის დროსაც ეროვნულ ნაკრებში დავიწყე თამაში. ვიცი, რას მოითხოვს ის ფეხბურთელებისგან და როგორი სტილის ფეხბურთი ურჩევნია. სლოვანში მოვდივარ იმით, რომ დავეხმარო გუნდს მიაღწიოს წარმატებას შიდა ასპარეზზე და ევროპაში. თავს ყველაზე კარგად შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ვგრძნობ, ე.წ. ათიანზე, მაგრამ მარცხნიდან თამაშიც შემიძლია. ვერ ვითმენ ამ სტადიონზე პირველად როდის ვითამაშებ. მოუთმენლად ველი სლოვანში ასპარეზობას." - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.


    შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის დებიუტი დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ შედგება. 

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა