• 06-07-2022
    სილესენს გუნდიდან წასვლა სურს! - მამარდაშვილი კვლავ “ვალენსიას” ძირითადის მეკარე იქნება
    სილესენს გუნდიდან წასვლა სურს! - მამარდაშვილი კვლავ “ვალენსიას” ძირითადის მეკარე იქნება

    "ვალენსიამ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ჯენარო გატუზოს გუნდს გიორგი მამარდაშვილის, ხაუმე დომენიკის და იასპაერ სილესენის სახით სამი ტოპ დონის მეკარე ჰყავს.


    ესპანურმა გამოცემა, As-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა:


    "ყველაზე მედი სათამაშო დრო მამარდაშვილს, რომ მიეცემა ამაზე ეჭვი არ არსებობს. ეს არის ფსონი. როგორც AS-მა გამოავლინა, კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეკონომიკური მდგომარეობიდან გასაუმჯობესებლად ფეხბურთელები გაყიდოს.


    გუნდი იასპარ სილესენს გაყიდის. პრინციპში ნიდერლანდელ მეკარეს გუნდიდან წასვლა უნდა, რადგან მასაც სურს მოძებნოს კლუბი, სადაც ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატამდე სათამაშო პრაქტიკის შესაძენად.


    ხაუმესაც და რივეროსაც მამარდაშვილთან კონკურენცია სურთ." - წერია სტატიაში.


    შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა და "ვალენსიამ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა