07-07-2022

უგოლო ფრე ბრატისლავაში! - “დინამო” ბათუმში საბრძოლო განწყობით ბრუნდება

ავტორი
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ბათუმის "დინამო" ბრატისლავას "სლოვანს" ესტუმრა, შეხვედრა ფრედ ანგარიშით 0:0 დასრულდა.
მატჩის მიმდინარეობისას მასპინძლებმა უამრავი მომენტი შექმნეს, თუმცა ლაზარე კუპატაძე საკმაოდ სოლიდური გახლდათ.
პირველი ტაიმის ბოლოს გია გეგუჩაძის გუნდი კაპიტანი, მამუკა კობახიძე გააძევეს, თუმცა მთელი მეორე ტაიმი ბათუმურმა გუნდმა მიუხედავად კაცნაკლულობისა უბადლოდ ჩაატარა.
ბათუმის "დინამო" საკმაოდ კარგად უტევდა, მეორე ტაიმში გუნდი მეტოქეზე მეტად აქტიური და პროდუქტიული გახლდათ, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ სერიოზული საგოლე მომენტი არ გვქონია.
ცნობისთვის, განმეორებითი შეხვედრა 13 ივლისს ბათუმში გაიმართება.
ტეგები:
Facebook კომენტარები