• 09-09-2023
    მორატა: "ისინი აქ დაიტანჯნენ, მე ახლა ერთი რამით ძალიან ბედნიერი ვარ.."
    მორატა: "ისინი აქ დაიტანჯნენ, მე ახლა ერთი რამით ძალიან ბედნიერი ვარ.."

    ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ალვარო მორატამ დინამო არენაზე საქართველოს ნაკრებთან 7:1 მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

    „ეს ესპანეთის ეროვნულ გუნდში ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. საქართველოში ჩამოსვლა და კარგად თამაში ყოველთვის რთულია, აქ ბევრი გუნდი დაიტანჯა.

    მახსოვს, ორი წლის წინ თბილისში ძალიან მძიმე შეხვედრა გვქონდა, თუმცა დანი ოლმოს გატანილი გოლით სამი ქულის აღება მოვახერხეთ. აქ დიდი გუნდებისთვისაც რთულია გამარჯვება",, - განაცხადა მორატამ.

    Facebook კომენტარები