

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ჩაატარა, სადაც ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდა.
შეხვედრის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს.
"თედო აბჟანდაძე: წაგების მთავარი მიზეზი პირველი ტაიმი იყო. ძალიან გაიჭრნენ წინ და თამაშში დაბრუნება გაგვიჭირდა. შეცდომებზე ვსწავლობთ, პორტუგალიასთან ორ კვირაში ვთამაშობთ და გვინდა, რომ დარჩენილი შეხვედრები მოვიგოთ.
"შალვა მამუკაშვილი: პირველი ტაიმი ცუდად დავიწყეთ, დისციპლინაში მოვიკოჭლეთ, ავსტრალიას ბევრი შანსი მივეცით და ბურთი არ გვქონდა. როცა ბურთი არ გაქვს, ტიერ ერთის გუნდთან 40 წუთი დაცვაში ვერ გაძლებ. გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა. კარგი ის არის, რომ მატჩის მობრუნების შანსი იყო მეორე ტაიმში.
"გურამ პაპიძე: ძალიან ბევრი კარგი მომენტი იყო დაცვასა და შეტევაში, მაგრამ ბევრი რამ დაგვაკლდა მაინც. ვერ მივიყვანეთ რამდენიმე მომენტი ბოლომდე. ჩვენ უნდა დავივიწყოთ ეს შედეგი, პორტუგალიასთან დამაჯერებლად უნდა მოვიგოთ, რადგანაც ისინი ჩვენთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან", - თქვეს ჩვენი ნაკრების ბიჭებმა.