• 11-09-2023
    ალექსანდერ ვოლკანოვსკი: “2024 წლის დასაწყისში ილია თოფურიას წინააღმდეგ ვიჩხუბებ”
    ალექსანდერ ვოლკანოვსკი: “2024 წლის დასაწყისში ილია თოფურიას წინააღმდეგ ვიჩხუბებ”

    როგორც ჩანს, ალექსანდერ ვოლკანოვკიმ საბოლოოდ დაადასტურა, რონ ილია თოფურია მისი  მომდევნო მეტოქე იქნება:

    “ისლამთან რემატჩი, რა თქმა უნდა ძალიან მინდა, თუმცა მახაჩევი მალე ჩარლზ ოლივეირას ხვდება, მე კი დროის დაკარგვა არ მსურს. ამიტომ, ვფიქრობ მომავალ მატჩში ილია თოფურიას შევხვდები და ეს ბრძოლა 2024 წლის დასაწყისში გაიმართება. ბრძოლა მიმდინარე წლის მიწურულს მსურდა, თუმცა ქარდებზე თავისუფალი ადგილი აღარ არის. ილია ბრწყინვალე ბიჭია, გამძლე, თუმცა ვაჩვენებ, რომ მე სულ სხვა დონეზე ვარ. ზოგადად, თოფურია კარგი მებრძოლია, მას ბევრი რამის მაღალ დონეზე შესრულება შეუძლია, ტექნიკურია, ძლიერი მარჯვენა აქვს, თუმცა ვთვლი, რომ ჩემნაირი მეტოქის წინააღმდეგ უფრო მეტი რამ გჭირდება. მასთან ბრძოლაში ვაჩვენებ, თუ რამდენად წინ ვარ”. - გაბაცხადა ვოლკანოვსკიმ.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები