• 09-07-2022
    მეტრეველი: "ფიფია ფეხბურთელებს ვერ ცნობს"
    მეტრეველი: "ფიფია ფეხბურთელებს ვერ ცნობს"
    Aa

    ქართველმა ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი დაწერა, რითაც კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების კატასტროფულ სტარტს გამოეხმაურა.


    მეტრეველმა განსაკუთრებული აქცენტი "დინამო თბილისსა" და მის მფლობელ რომან ფიფიაზე გააკეთა.


    “სამი ქართული გუნდი გამოდიოდა კონფერესლიგაზე და სამივემ წააგო.


    ყველაზე დიდი საოცრება კი თბილისის დინამომ ქნა – ესტონურ გუნდთან სახლში 2:3 წააგო, თან ისე, რომ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 2:1-ს იგებდა.


    ისეთი სულელური გოლები გაუშვეს, ლამისაა ვიფიქრო, რომ საკუთარ წაგებაზე დადებული ქონდათ. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, თუმცა რა გვაქვს სახუმარო? ჩვენი ჩემპიონატი უკვე ყველას ჩამორჩება. რომ არა ბათუმის “დინამო”, მთლიანად მოგვეჭრებოდა თავი.


    ცალკე უნდა ითქვას რომან ფიფიაზე, რომელიც ყოვლად გაუგებარ პოლიტიკას ატარებს კლუბში და ალბათ მსოფლიოში საფეხბურთო კლუბის ერთადერთი მეპატრონეა, რომელიც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა.


    თავი დავანებოთ იმას, ამდენი წელია მეტ-ნაკლებად ნორმალური გუნდი რომ ვერ შექმნა, ფეხბურთელების გაზრდითაც ვერ ხეირობს ნორმალურად. წარმოიდგინეთ, კვარაცხელია გაზარდეს და ისე გაუშვეს კაპიკი ვერ იშოვეს. ამხელა ტალანტი ვერ ამოიცნეს და “რუსთავს” დაუთმეს. მამარდაშვილი ლოკომოტივს დაუთმეს (მისი გაყიდვიდან ფული კი შეხვდათ, რადგან განათხოვრებული ჰყავდათ, მაგრამ ასეთ მეკარეს რომ გაანათხოვრებ…) ასევე მარტივად გაუშვეს ზურიკო დავითაშვილი, ლობჟანიძე, ბოლოს აზაროვი და ა.შ. სია გრძელია.


    ტიპი ფეხბურთელებს ვერ ცნობს და საქართველოს ნომერ პირველი გუნდის მეპატრონეა. ერთადერთი მწვრთნელების ხშირად ცვლა ეხერხება” – დაწერა მეტრეველმა.


    შეგახსენებთ, რომ "დინამომ" შინ ესტონურ "პაიდესთან" ანგარიშით 2:3 წააგო, "საბურთალომ" ალბანურ "პარტიზანს" დაუთმო გამარჯვება (0:1), "დილა" კი ფინურ "კუპსთან" დამარცხდა (2:0).


    საპასუხო მატჩები 14 ივლისს გაიმართება.

    Facebook კომენტარები
  • უცნობი ისტორია - როგორ ჩაიშალა კვარაცხელიას "აიაქსში" ტრანსფერი
    04-10-2022
    უცნობი ისტორია - როგორ ჩაიშალა კვარაცხელიას "აიაქსში" ტრანსფერი
  • რატომ არ შედგა კვარაცხელიას "მილანში" ან "იუვეში" ტრანსფერი - ძაკარდოს კომენტარი
    04-10-2022
    რატომ არ შედგა კვარაცხელიას "მილანში" ან "იუვეში" ტრანსფერი - ძაკარდოს კომენტარი
  • VIDEO: შედევრი! - ზურიკო დავითაშვილის ულამაზესი საგოლე პასი
    04-10-2022
    VIDEO: შედევრი! - ზურიკო დავითაშვილის ულამაზესი საგოლე პასი
  • “მადლობას ვუხდი ვეფხვების სტაფის ყველა წევრს” - არველაძე “ჰალს” დაემშვიდობა
    03-10-2022
    “მადლობას ვუხდი ვეფხვების სტაფის ყველა წევრს” - არველაძე “ჰალს” დაემშვიდობა
  • VIDEO: პატარა ბიჭის რეაქცია, როცა ხვიჩა კვარაცხელიასგან საჩუქარი მიიღო
    03-10-2022
    VIDEO: პატარა ბიჭის რეაქცია, როცა ხვიჩა კვარაცხელიასგან საჩუქარი მიიღო
  • კვარაცხელიას მასწავლებელი სასიამოვნო ისტორიას იხსენებს: "ხვიჩა ბურთს მიგორებდა და იძახდა.."
    03-10-2022
    კვარაცხელიას მასწავლებელი სასიამოვნო ისტორიას იხსენებს: "ხვიჩა ბურთს მიგორებდა და იძახდა.."
  • “მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია” - ინტერვიუ ნიკა ხორხელთან
    03-10-2022
    “მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია” - ინტერვიუ ნიკა ხორხელთან
  • “მსოფლიოში საუკეთესო 9-იანი ხარ” - სუარესმა ჰალანდი შეაქო
    03-10-2022
    “მსოფლიოში საუკეთესო 9-იანი ხარ” - სუარესმა ჰალანდი შეაქო
  • მეტი სიახლის ნახვა