• 11-09-2023
    მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება - რას აპირებს ჩავი "ანტვერპენთან"
    მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება - რას აპირებს ჩავი "ანტვერპენთან"

    როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს 19 დეკემბერს, "როიალ ანტვერპენთან" მატჩით დაიწყებს. 

    ბელგიური გუნდი ევროპის მთავარ ტურნირზე ისტორიაში მეორედ, 66-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება, თუმცა "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი მათთან იოლ გასეირნებას ნამდვილად არ ელოდება.

    SPORT-ის ინფორმაციით, ჩავის არ უნდა, რომ მეტოქის დაუფასებლობას ჰქონდეს ადგილი. აქედან გამომდინარე, იგი ეცდება, წამყვანი ფეხბურთელები მატჩს დასვენებულები შეხვდნენ.

    ეს იმას ნიშნავს, რომ 16 სექტემბერს, "ბეტისთან" შეხვედრაში, შემადგენლობის როტაცია აუცილებლად მოხდება.

    წყაროს თანახმად, ანდალუსიელთა წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის კარგი შანსი აქვთ ინიგო მარტინესს, ფერან ტორესს, ფერმინ ლოპესს, მარკოს ალონსოსა და სერხი რობერტოს.

    ცნობისთვის, "ბარსასა" და "ბეტისის" ჯახი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები