16-09-2023

“სადაც და როცა გინდა” - თოფურია ვოლკანოვსკისთან ბრძოლაზე თანახმაა

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ განაცხადა, რომ 2024 წლის დასაწყისში ილია თოფურიას წინააღმდეგ ბრძოლა სურს.
“ელ მატადორმა” ამის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
“ველოდები დროს, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე! სადაც გინდა და როცა გინდა. მთელი ცხოვრებაა ამ მიზნისთის ვმუშაობ”. - განაცხადა ილიამ.
ცნობისთვის, თოფურიასა და ვოლკანოვსკის დაპირისპირება დიდი ალბათობით იანვარში ან თებერვალში შედგება.
ტეგები:
Facebook კომენტარები