“ამ გამარჯვებას ჩემს ოჯახს ვუძღვნი” - ინტერვიუ თენგო ზირაქაშვილთან “ამ გამარჯვებას ჩემს ოჯახს ვუძღვნი” - ინტერვიუ თენგო ზირაქაშვილთან » Footballnews “ამ გამარჯვებას ჩემს ოჯახს ვუძღვნი” - ინტერვიუ თენგო ზირაქაშვილთან
  • 16-09-2023
    “ამ გამარჯვებას ჩემს ოჯახს ვუძღვნი” - ინტერვიუ თენგო ზირაქაშვილთან
    “ამ გამარჯვებას ჩემს ოჯახს ვუძღვნი” - ინტერვიუ თენგო ზირაქაშვილთან

    როგორც მოგეხსენებათ, ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გამართულ ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ წარმატებით იასპარეზა.

    აღნიშნულ შეჯიბრზე საქართველომ საერთო გუნდურ ჩათვლაში 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით მე-2 ადგილი დაიკავა. მამაკაცთა ჩათვლაში კი ცხადია, რომ პირველი პოზიცია დაისაკუთრა.

    საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაშიც პირველად მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება.

    აღნიშნულ შეჯიბრზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული თენგო ზირაქაშვილმა მოიპოვა. თენგო მთელი ტურნირის განმავლობაში საკმაოდ სტაბილურად ასპარეზობდა.

    19 წლის სპორტსმენმა პირველ წრეში ტომას ვალდსბერგერს სძლია, 1/8 ფინალში ვალერიო აკოგლი დაამარცხა, 1/4 ფინალში კილიან ნოელს მოუგო, ნახეარფინალში მიგელ გაგოს წინააღმდეგ იმარჯვა, ფინალურ შეხვედრაში კი აიდინ რიაზევს სძლია და ოქროს მედალსაც დაეუფლა.


    თენგო ზირაქაშვილის გამოსვლას დედამისი ესწრებოდა, რაც მისთვის ორმაგად სასიხარულო ფაქტი გახლდათ. ახალგაზრდა სპორტსმენმა მისი მშობლის გახარება და ძიუდოს სამყაროს აბლოდისმენტები დაიმსახურა.

    საშეჯიბრო დღის შემდეგ თენგომ EJU-ს ჟურნალისტებთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ახალგაზრდა ძიუდოისტებს ულევი მოტივაცია მისცა:

    “მე მინდა ვთქვა, რომ ამ წარმატებას შრომით და ჯანსაღი ცხოვრებით მივაღწიე. ზოგჯერ გარკვეული იმედგაცრუებები და ტრავმები იქნება, თუმცა თუ შენ ვარჯიშობ და თუ შენი თავის გჯერა, შედეგი ყოველთვის მოვა”. - განაცხადა თენგომ.

    Footballnews.ge მოქმედ ევროპის ჩემპიონს დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:

    – როგორი შეგრძნებაა ევროპის ჩემპიონობა?

    – შესანიშნავი გრძნობაა, რომ გიფასდება შრომა და ადიხარ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

    – როგორ შეაფასებდი შენს გამოსვლას?

    – დადებითად შევაფასებდი, რადგან ოპტიმალურ ფორმაში ვიყავი.გავიარე იაპონიაში საწვრთნელი შეკრება, რამაც ნამდვილად ბევრი რამ მომცა. ბოლოს კი შემაჯამებელი შეკრება თბილისში გვქონდა. იყო რაღაც შეცდომები, მაგრამ ხუთივე შეხვედრა დამაჯერებლად მოვიგე და გავხდი ჩემპიონი.

    – ფინალურ შეხვედრას როგორ შეაფასებდი?

    – საკმაოდ ძლიერი და ამავდროულად, წარმატებული ძიუდოისტია აზერბაიჯანის წარმომადგენელი. ესპანეთის ევროპის თასის ფინალში დავმარცხდი მასთან და ძალიან მოტივირებული ვიყავი, რომ რევანში ამეღო მთავარ შეჯიბრზე. შეხვედრის დაწყებისას ორი გაფრთხილება მივიღე, თუმცა არ დამიკარგავს კონტროლი საკუთარ თავზე და შევასრულე მომგებიანი გდება, რომელიც შეფასდა იპონით.

    – საქართველოს ჰიმნის აჟღერება როგორი მომენტია?

    – წარმოუდგენელია სიტყვებით გადმოსცე ეს ყველაფერი. ყველა გრძნობა ერთროულად გეუფლება და ამაყი ხარ, რომ აბედნიერებ შენ სამშობლოსა და საყვარელ ადამიანებს.

    – საქართველოს ნაკრებისა გამოსვლას როგორ შეაფასებ ამ ევროპის ჩემპიონატზე? 

    – საკმაოდ დამაჯერებლად გამოვედით. 3 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დავიკავეთ პირველი ადგილი ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში, რაც ნამდვილად სასიხარულოა. თუმცა გუნდში იყვნენ უძლიერესი ძიუდოისტები, ვინსგანაც პირადად მე ნამდვილად ველოდი მედლებს, მაგრამ ეს ძიუდოა და ყველაფერი ხდება.

    – ყველაზე მეტად რომელ მეტოქესთან დაპირისპირება გაგიჭირდა?

    – ყველა შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რადგან ევროპის ჩემპიონატისთვის ყველა სპორტსმენი განსაკუთრებულად ემზადება. თუმცა, ვფიქრობ მეორე შეხვედრა საკმაოდ რთული იყო იტალიელ ძიუდოისტან, რომელიც მეორე ნომრად იყო განთესილი შეჯიბრზე. საკმაოდ წარმატებული გამოსვლები აქვს მას როგორც დიდებში, ასევე ახალგაზრდებში. საბედნიეროდ, ვძლიე მას და ძირითად დროში ვაზარით დავამარცხე.

    – შენს გამოსვლას დედაშენი უყურებდა, რამდენად საპასუხისმგებლო იყო მის წინაშე ჭიდაობა და რამდენად ამაყი ხარ, რომ ის გაახარე?

    – როგორ წესი დედაჩემი ჩემს ასპარეზობას ვერ უყურებს ხოლმე, რადგან ძალიან ნერვიულობს და ემოციებშია. თუმცა ამ ევროპის ჩემპიონატს ესწრებოდა და სხვა გამოსავალი არც ჰქონია. მისი თითოეული შეძახილი ახლაც კი ჩამესმის ყურებში. არ ვიცი დედაჩემის გულშემატკივრობას მივაწერო თუ ჩემს ოპტიმალურ ფორმას, რადგან შეჯიბრზე დაღლას ვერ ვგრძობდი. მინდოდა რომ ერთად გვეზეიმა გამარჯვება და მადლობა ღმერთს ასეც მოხდა. ასევე ჩემს ასპარეზობას ჩემი და ესწრებოდა, ვინც ჩემი მოტივაციის უდიდესი წყაროა და ამ ოქროს მედალში დიდი წვლილი მიუძვღვის მას.

    – გვესაუბრე მწვრთნელის შესახებ.

    – მთელი შეჯიბრის განმავლობაში ჩემი სეკუნდანტი იყო პირადი მწვრთნელი, გურამ მოდებაძე. ძალიან ნერვიულობდა და მართლაც, რომ ჩემთან ერთად ბრძოლობდა მთელი დღე. ჩვენ უკვე წლებია ერთად ვშრომობთ და ვიბრძვით გამარჯვებისთვის. როდესაც ფინალი მოვიგე და მას შევხედე ასეთი გაბწყინებული თვალები მის სახეზე არასდროს მინახავს. ის სულ მეუბნება, რომ ჩემპიონი არის ჩემპიონი და დანარჩენი კი მოადგილეები არიან. ასევე ყველა შეხვედრისას ტრიბუნიდან მეძახდა ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე. წლებია უკვე ნაკრებში ვარ და ძალიან სასიამოვნოა მასთან ერთად მუშაობა.

    – გუნდურ ასპარეზობაზე ოქროს მედალი მოვიპოვეთ, როგორ შეაფასებდი გუნდის გამოსვლას?

    – ეს იყო ისტორიული ოქორს მედალი, რადგან შერეულ გუნდურ ასპარეზობაში პირველად გავხდით ევროპის ჩემპიონები ახალგაზრდებს შორის. მართლაც, რომ ზღვა ემოციები იყო ფინალში გამარჯვების შემდეგ. ბრწყინვალედ იასპარეზეს როგორც გოგონებმა, ასევე ბიჭებმა. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ბრძოლისთვის და თავდადებისთვის. საკმაოდ ძლირი ქვეყნები დავამარცხეთ. ფინალში კი საკუთარ კედლებში 4-1 ვძლიეთ ნიდერლანდებს. ახლა ჩვენ ვართ ლიდერები. ყველაზე სასიამოვნო კი ის იყო, რომ 2023 წლის ევროპის ჩემპიონატი ქართული ჰიმნით დაიხურა.

    – ვის უძღვნი ამ წარმატებას?

    – ამ ოქრის მედლას ჩემს ოჯახს ვუძღვნი, განსაკუთრებით კი მამაჩემს, რადგან შეჯიბრის წინა დღეს მას დაბადების დღე ჰქონდა და დავპირდი, რომ საკეთესო საჩუქარას გავუკეთებდი რაც კი ცხოვრებაში მიუღია და მივულოცავდი ევროპის ჩემპიონობით. 

    – რა არის უახლოესი მიზნები?

    – მალევე მსოფლიოს ჩემპიონატია პორტუგალიაში, 4- 7ოქტომბერს, რისთვისაც უკვე დავიწყე მზადება. რა თქმა უნდა, ვიბრძოლებ ჩემპიონობისთვის. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

    – რა გაძლევს მოტივაციას?

    – მოტივაციას სამშობლოსადმი დიდი სიყვარული მაძლევს, რადგან მინდა რომ ყოველთვის ყველაზე მაღლა ფრიალებდეს ქართული დროშა. მინდა რომ ძიუდოს ისტორიის ნაწილი გავხდე, რაც ყოველ ვარჯიშზე უდიდეს მოტივაციას მაძლევს, რომ დავიხარჯო მაქსიმალურად.

    – რა არის შენი ოცნება?

    – ოცნებას ვერ დავარქმევდი იმას, რისი მიღწევაც ადამიანს შეუძლია თუ მოინდომებს და სწორი გზით წავა. იქნება მომთმენი და მშრომელი. შესამაბისად, ჩემი მიზანია გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ.

    დიდი მადლობა მინდა გადავუხადი საქართცელოს ძიუდოს ფედერაციას, ჩემს ოჯახს, მწვრთნელებს, ექიმებს, თითოეულ გულშემატკივარს, ვისაც გულით გაუხარდა ჩემი წარმატება.

    მასალაში გამოყენებულია EJU-სა და Judo Diares-ის ვიდეობი.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები