• 14-07-2022
    ანდრეი დემჩენკო: “წარმატების მაინც უნდა გვჯეროდეს”
    ანდრეი დემჩენკო: “წარმატების მაინც უნდა გვჯეროდეს”
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, დღეს გორის "დილა" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში "პაიდეს" უმასპინძლებს.


    მატჩის წინ გორული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ პრესკონფერენცია გამართა:

     

    - ხელოვნურ საფარზე თამაშიც ხომ არ ყოფილა "დილის" მარცხის ერთ-ერთი მიზეზი?


    - ვფიქრობ, რომ არა. ზამთარში გორში, რაგბის ხელოვნურსაფრიან არენაზე ვვარჯიშობდით. ფინეთში წასვლამდე ბოლო ვარჯიშები გორში, რაგბის ხელოვნურსაფრიან მოედანზე ჩავატარეთ და ადაპტაციისთვის კარგი იყო. ჩვენი კუნთები მზად იყო იმ არენაზე სათამაშოდ და თავს კომფორტულად ვგრძნობდით. ჩვენმა მეტოქემ 10 ივლისს ჩემპიონატის მატჩი ხელოვნურ საფარზე ჩაატარა და ახლა, 4 დღეში, ჩვენთან ბუნებრივსაფრიან მოედანზე უნდა იასპარეზოს.


    - შემადგენლობის შესახებ რას გვეტყვით, აპირებთ ცვლილებებს?


    - ხვალინდელი შეხვედრისთვის ოცივე ფეხბურთელი ემზადება, ახლა არ ვაპირებ ძირითადი შემადგენლობის გამხელას, რათა სხვებმა მოტივაცია არ დაკარგონ, ჩვენთვის ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. შესაძლოა, სათადარგოთა სკამიდან ჩართულმა ფეხბურთელმა არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმე გააკეთოს.


    - ნუგზარ სპანდერაშვილი თუ არის მზად 90 წუთის სათამაშოდ?


    - სპანდერაშვილს მძიმე ტრავმა ჰქონდა, დიდი ხანი დასჭირდა რეაბილიტაციისთვის, თუმცა აღდგენა შეძლო. ჯერ არაა მზადაა 90 წუთის სათამაშოდ. მთავარია, რომ ნუგზარს ძველი ტრავმა აღარ აწუხებს, კარგი ფეხბურთელია და მასთან დაკავშირებით იმედიანად ვართ.


    – საინტერესოა თქვენი აზრი მეტოქის პლუსებსა და მინუხენის შესახებ...


    - მეტოქე დიდწილად დაცვით ფეხბურთს თამაშობს, ხუთი მცველით. ფინეთში ვნახეთ, რომ "კუოპიო" კარგად იცავს თავს და უფრო დიდ ყურადღებას საკუთარი კარის უსაფრთხოებას უთმობს. მოლოდინი გვაქვს, რომ ფინელებმა გორში, შესაძლოა, 5-4-1 სქემა შემოგვთავაზონ, რაც ცხადია, ლოგიკური იქნება, რადგან ორი ბურთი აქვთ გატანილი, უპირატესობის შენარჩუნებისთვის კი ყველაფერს გააკეთებენ.


    - რის ხარჯზე უნდა მოიგოს "დილამ"?


    - ჩვენი ფეხბურთელების ანთებული თვალების, უდიდესი მონდომებისა და თავგანწირვის ხარჯზე. როდესაც გუნდი ასეთი მონდომებულია, დაცვაში მეტოქის 10 ფეხბურთელიც რომ იდგეს, წარმატების მაინც უნდა გვჯეროდეს...


    შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 21:00 საათზე აიღებს სტარტს.


    მომზადებულია lelo.ge-ს მიხედვით.

    Facebook კომენტარები