• 17-09-2023
    შეუჩერებელია! - საბა ლობჟანიძის მორიგი რეკორდი
    შეუჩერებელია! - საბა ლობჟანიძის მორიგი რეკორდი

    როგორც მოგეხსენებათ, საბა ლობჟანიძე ახლახანს MLS-ის გუნდს, “ატლანტა იუნიატედს” შეუერთდა.

    ახლახან 28 წლოს ქართველმა ფეხბურთელმა ლეო მესის “ინტერ მაიამის” წინააღმდეგ ითამაშა, სადაც 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    ზემოხსენებულ შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა რეკორდი დაამყარა. საბა “ატლანტა იუნიატედის” ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც შეცვლის შემდეგ 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    ცნობისთვის, 28 წლოს ფეხბურთელს ამერიკაში საოცარი სტატისტიკა აქვს. საბას ანგრიშზე 3 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემაა.

    Facebook კომენტარები