• 13-06-2023
    როკე “ბარსელონაში” ითამაშებს! - ტრანსფერის დეტალები
    როკე “ბარსელონაში” ითამაშებს! - ტრანსფერის დეტალები

    კატალონიის “ბარსელონამ” ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა.


    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ხავი მიგელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბლაუგრანამ” ვიტორ როკე დაიმატა.

    კატალონიური გუნდი “ატლეტიკო პარანაენსეს” 18 წლის ბრაზილიელ ტალანტში 40 მილიონ ევროს გადაუხდის.

    ახალგაზრდა მოთამაშე კატალონიურ გუნდთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

    უნიჭიერესი თავდამსხმელის ტრანსფერს კლუბი მაშინვე დაადასტურებს, როგორც კი რომელიმე ფეხბურთელს გაყიდის და ადგილს გამოათავისუფლებს.

    ცნობისთვის, ვიტორ როკე ერთ ერთ საუკეთესო ბრაზილიელ ტალანტად ითვლება.

    Facebook კომენტარები