• 21-09-2023
    ლაუტარო: "სოსიედადმა" მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდო"
    ლაუტარო: "სოსიედადმა" მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდო"
    Author of the article
    Aa

    ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ვიცეჩემპიონი, მილანის "ინტერი" ახალ სეზონს მძიმედ იწყებს. "ნერაძური" გუშინ "რეალ სოსიედადს" დაუპირისპირდა და მასპინძელს ქულა ბოლო წუთებზე გამოგლიჯა.

    ბასკური გუნდი მე-4 წუთზე დაწინაურდა - ბრაის მენდესმა ალეხანდრო ბასტონის შეცდომით ისარგებლა. სან-სებასტიანელები მთელი ტაიმის განმავლობაში უტევდნენ, სხვაობის გაზრდასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ "შავ-ლურჯებს" ბედი სწყალობდათ. 

    მეორე ტაიმში სიმონე ინძაგის ბიჭებმა თამაში გამოასწორეს და ეს 87-ე წუთზე დაუფასდათ. თავი ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა. სხვათა შორის, არგენტინელმა თავდამსხმელმა მატჩი Mediaset-თან ინტერვიუში შეაფასა.

    "ბიჭებს ვულოცავ, რადგან თამაშში დარჩენა მოვახერხეთ. 

    მილოცვის ღირსია "სოსიედადიც". მათ ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაგვაგდეს. მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ სტადიონზე არ წაგვეგო.

    ამ ტურნირზე დეტალებს მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვნად უნდა განვვითარდეთ. მოხარული ვარ, რომ მიუხედავად სირთულეებისა, არ დავნებდით. 

    პირველი ტაიმი დასავიწყებელია. ახლა ენერგია უნდა აღვიდგინოთ და სერია ა-ს მომდევნო შეხვედრაზე ვფოკუსირდეთ," - თქვა ლაუტარომ.

    შეგახსენებთ, რომ D ჯგუფს "რედ ბულ ზალცბურგი" ლიდერობს. ავსტრიელებმა გუშინ ლისაბონის "ბენფიკა" დაამარცხეს. მეორე ტურში "ინტერი" სწორედ "ბენფიკას" უმასპინძლებს, "რეალ სოსიედადი" კი ავსტრიაში ჩავა სათამაშოდ.

    Facebook კომენტარები