• 22-09-2023
    "ფროზინონეს" მწრთვნელი: "გიორგი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს"
    "ფროზინონეს" მწრთვნელი: "გიორგი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს"
    ავტორი
    Aa

    სერია ა-ს მეხუთე ტურის წინ, "ფროზინონეს" მთავარმა მწრთვნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ მედიასთან ისაუბრა.

    აღსანიშნავია, რომ იტალიელმა სპეციალისტმა გიორგი კვერნაძეზეც გააკეთა კომენტარი.

    "გიორგი ორი კვირით ნაკრებში იყო წასული, რომლის მაისურით ითამაშა კიდეც. ის ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაში მყოფი დაგვიბრუნდა, მომავალი მატჩისთვის შემადგენლობაში გვყავს და ჩვენთვის ერთ-ერთი ვარიანტია.

    "ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ზრდა უნდა გააგრძელოს. ის ახლა უკეთესად მუშაობს, ვიდრე მაშინ, როდესაც ჩვენთან მოვიდა", - თქვა იტალილემა.

    Facebook კომენტარები