• 23-09-2023
    შეთანხმება შედგა - ვინ იქნება რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე
    შეთანხმება შედგა - ვინ იქნება რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე
    Author of the article
    Aa

    UFC-ის ქართველი მებრძოლის, რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე გაირკვა.

    დერეკ ბრანსონის წინააღმდეგ ჩაშლილი ბრძოლის შემდეგ, ქართველმა ახალ ოპონენტთან შეთანხმებას მიაღწია.

    ESPN-ის ჟურნალისტის, მარკ რეიმონდის ინფორმაციით, დოლიძე საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-4 ადგილზე მყოფი ჯარედ კანონიერის წინააღმდეგ იჩხუბებს.

    როგორც იწერება, მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და ბრძოლა 2 დეკემბერსაა ჩანიშნული.

    აქვე გეტყვით, რომ განახლებულ რეიტინგში, რომან დოლიძე 15 ადგილიდან მე-7 პოზიციას იკავებს.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები