• 23-09-2023
    ქეცბაია: "ამ მიზეზის გამო საქართველოს ნაკრები არცთუისე ცუდ ვითარებაშია"
    ქეცბაია: "ამ მიზეზის გამო საქართველოს ნაკრები არცთუისე ცუდ ვითარებაშია"

    კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწრთვნელმა, თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    "საქართველოს ნაკრები რთულ ჯგუფში მოხვდა. ვთქვათ, ყაზახეთის ჯგუფში რომ ეთამაშა, შესაძლოა, გასვლისთვისაც ებრძოლა. 

    "გეთანხმებით, საკუთარ მოედანზე 50 ათასი მაყურებლის თვალწინ 1:7 რომ წააგებ, მძიმე გადასატანია, მაგრამ ერთა ლიგის გადამწყვეტი მატჩებისთვის მომზადებაში ნაკრებს ეს, გარკვეულწილად, დაეხმარება. გაიაზრებენ, რომ ასე თამაში არ შეიძლება, სხვა ტაქტიკასა და ფეხბურთელებს დაეყრდნობიან.

    "მთავარი ამოცანა ერთა ლიგისთვის მომზადებაა. მესმის, რომ ასეთი წაგება გულდასაწყვეტია. საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან 1:2 ან 1:3 რომ წაეგო, ასეთი აჟიოტაჟი არ იქნებოდა.

    "თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთი, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზე ძირითადი შესარჩევი ტურნირიდან მოხვდეს, არაა გამორიცხული, ფინალში მასზე სუსტმა ნაკრებმა ითამაშოს. ასე რომ, საქართველოს ნაკრები არცთუისე ცუდ ვითარებაშია. მთავარია, გუნდი მარტის თამაშებს მომზადებული შეხვდეს", - თქვა ქეცბაიამ.

    Facebook კომენტარები