21-07-2022

ოფიციალურად: მერაბ გიგაური "ტორპედოში" დაბრუნდა

ავტორი
29 წლის ნახევარმცველი, მერაბ გიგაური ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნდა. ინფორმაციას იმერული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გამოცდილი ფეხბურთელი ამჟამად ქუთაისურ გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება.
29 წლის ფეხბურთელი "ტორპედოში" 7-ნომრიან მაისურს მოირგებს.
ცნობისთვის, მერაბ გიგაური იმერულ გუნდში აქამდე 2012-2014, 2017-2019 წლებში ასპარეზობდა, სადაც 157 ჩატარებულ შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ტეგები:
Facebook კომენტარები