• 25-09-2023
    "ზედმეტად არაზუსტი იყო" - რას წერს იტალიური მედია ხვიჩას თამაშზე
    "ზედმეტად არაზუსტი იყო" - რას წერს იტალიური მედია ხვიჩას თამაშზე

    ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია კვლავ გრძელდება - ქართველმა შემტევმა სერია ა-ს მეხუთე ტურში ვერც "ბოლონიას" კარი აიღო.

    აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, იტალიური მედია ხვიჩას თამაშს გამოეხმაურა.

    "ბევრჯერ იაქტიურა, მაგრამ ზედმეტად არაზუსტი იყო. ნაპოლი ბოლონიას საჯარიმომდე მიჰყავდა. მისი შეცვლა აუხსნელია. კიდევ ერთხელ უგოლოდ, მაგრამ ამჯერად შესამჩნევია, რომ პროტაგონისტობის სურვილი აქვს და ეს ხშირად გამოსდიოდა", - "CalcioMercato".

    "დააგვიანა, როცა შორეული ძელი უნდა ჩაეხურა. მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა გოლის გატანას. რაღაცას ქმნის, მაგრამ ეს მაინც ძალიან ცოტაა. ნახევარი ქულით მეტი დაიმსახურა საჯარიმოში პასისთვის, რომელსაც პენალტი მოჰყვა", - "TuttoMercato".

    "კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა. მეორე ტაიმში ოდნავ ქრებოდა, მაგრამ გარსია მართალია: მას უგოლობა ხელს უშლის, რომ უფრო თავისუფალი გონებით ითამაშოს", - "CalcioNapoli".

    Facebook კომენტარები