• 01-10-2023
    "აქ თამაშს სკამზე ჯდომა მირჩევნია" - მიქაუტაძემ მწვრთნელს შესჩივლა
    "აქ თამაშს სკამზე ჯდომა მირჩევნია" - მიქაუტაძემ მწვრთნელს შესჩივლა

    როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძეს ამსტერდამის "აიაქსში" სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა.

    ქართველმა ახალი კლუბის მაისურით სულ 3-ჯერ ითამაშა, ისიც მისთვის უჩვეულო პოზიციაზე მარცხენა გარემარბად და 10-იანზე.

    ადგილობრივ პრესაში იწერება, რომ მიქაუტაძე და აკპომი უკმაყოფილონი არიან თავინთი სათამაშო დროით და გუნდის მთავარ მწვრთნელს ეს მოახსენეს:

    "აიაქსის ფეხბურთელები მიქაუტაძე და აკპომი უკმაყოფილო არიან სათამაშო დროითა და პოზიციით, რომელიც მათ სტეინის გუნდში აქვთ და დაინტერესდნენ, თუ როდის მიეცემათ ფორვარდის პოზიციაზე გამოსვლის შანსი. მათ სტეინს აცნობეს, რომ მარჯვნივ ან "ათიანზე" თამაშს აზრი არ აქვს და ურჩევნიათ, სკამზე ისხდნენ", - წერს ადგილობრივი მედია.

    Facebook კომენტარები