• 01-10-2023
    "ამის უფლებას არავის მივცემ" - ოსიმენის საგანგებო განცხადება
    "ამის უფლებას არავის მივცემ" - ოსიმენის საგანგებო განცხადება
    Author of the article
    Aa

    ვიქტორ ოსიმენმა სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა და თანამემამულეებს "ნაპოლის" წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შეწყვეტა სთხოვა.

    "2020 წელს "ნაპოლიში" წასვლა ბრწყინვალე გადაწყვეტილება იყო. ნეაპოლელი ხალხი უდიდესი სითბოთი და სიყვარულით დამხვდა. ჩვენ შორის ჩადგომის ნებას არავის მივცემ. ნეაპოლელი ხალხის ვნებაა ის, რაც ჩემში არსებულ ცეცხლს აღვივებს. ურყევია მაისურის სიყვარული, რადგან მას ყოველთვის დიდი სიამაყით ვატარებ.

    ნეაპოლელთა მისამართით გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი ბევრი ნეაპოლელი მეგობარი მექცა ოჯახისა და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად. 

    ვაფასებ ნიგერიელ ხალხსა და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მხარდაჭერა გამომიცხადა. სამუდამოდ თქვენი მადლობელი ვიქნები," - ვკითხულობთ პოსტში.

    შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის" ტიკ ტოკ გვერდზე გამოქვეყნებულმა ვიდეომ, რომელშიც ოსიმენი გახლდათ გაშარჟებული, დიდი სკანდალი გამოიწვია. სწორედ ამიტომ აღდგა სრულიად ნიგერიელი ქომაგი "პარტენოპეის" წინააღმდეგ და თავისი ბრაზი სოციალურ ქსელებში გამოავლინა.

    ვიქტორის აგენტი "ნაპოლისთვის" ჩივილსაც კი აპირებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი თანდათან ნორმას უბრუნდება.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები