• 02-10-2023
    "რომა" მოურინიოს კონტეთი ჩანაცვლებაზე ფიქრობს
    "რომა" მოურინიოს კონტეთი ჩანაცვლებაზე ფიქრობს
    Author of the article
    Aa

    ჟოზე მოურინიოს "რომასთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, იტალიურმა კლუბმა კი უკვე დაიწყო მის ჩამნაცვლებელზე ფიქრი.

    "ჯალაროსიმ" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. "მგლებს" სერია ა-ს პირველ 7 ტურში სულ 2 მოგება აქვთ და თავი ჯერ მხოლოდ 8 ქულას მოუყარეს. ცხადია, ეს პორტუგალიელ სპეციალისტზე არსებულ წნეხს კიდევ უფრო ზრდის.

    გასულ უქმეებზე "ფროზინონესთან" მოპოვებულმა გამარჯვებამ "რომას" სულზე მოუსწრო, თუმცა კრიზისი დაძლეულად ჯერ კიდევ ვერ ჩაითვლება.

    Sport Mediaset-ს თუ დავუჯერებთ, ზაფხულში რომაული კლუბის მთავარი სამიზნე ანტონიო კონტე იქნება. "ტოტენჰემიდან" სკანდალით წასული კონტე კვლავ უმუშევარია.

    ანტონიო სეზონში 7-8 მილიონი ევროს ოდენობის ანაზღაურებას მოითხოვს, რაც "სტადიო ოლიმპიკოს" ბინადრებისთვის მარტივად შესაწვდომი არ იქნება. გარდა ამისა, 54 წლის სპეციალისტს სოლიდური სატრანსფერო ბიუჯეტის გარანტიის მიღებაც ენდომება.

    აქვე გეტყვით, რომ კონტეს "რომას" 2019 წელსაც უკავშირებდნენ, მაგრამ მაშინ გუნდი პაოლო ფონსეკამ ჩაიბარა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები