• 02-10-2023
    კარლო ანჩელოტი: "ზუსტად ვიცი, კვარასგან ველი სწორედ ამას"
    კარლო ანჩელოტი: "ზუსტად ვიცი, კვარასგან ველი სწორედ ამას"
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "დიეგო არმანდო მარადონაზე" "ნაპოლისა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირებას ვიხილავთ.

    შეხვედრის წინ, "ბლანკოსის" მთავარმა მწრთვნელმა კარლო ანჩელოტიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "ნეაპოლში დაბრუნება ძალიან კარგია. ხვალ ყველაზე რთულ მატჩს ვითამაშებთ.

    "პარტენოპეი" იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და სერიოზული დაპირისპირება გველის.

    "ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგი მოთაამშეები არიან. მათ ნებისმიერ გუნდში თამაში შეუძლიათ. ზუსტად ამას ველი. მათი დონე საკმაოდ მაღალია. 

    "ვფიქრობ, ამ ორ ფეხბურთელს შესანიშნავი მომავალი აქვთ", - თქვა იტალიელმა.

    Facebook კომენტარები