• 03-10-2023
    "ნაპოლი" VS "რეალი" - სუპერკომპიუტერის პროგნოზი
    "ნაპოლი" VS "რეალი" - სუპერკომპიუტერის პროგნოზი
    ავტორი
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ნაპოლის" შეხვხდება.

    პირველი სათამაშო ტურის შემდეგ ჯგუფის ლიდერები 3-3 ქულით სწორედ ეს ორი გუნდია.

    FiveThirdtyEight-ის სუპერკომპიუტერის ვარაუდით, ამ შეხვედრის ფავორიტი "სამეფო გუნდია".

    მისი აზრით, "ბლანკოსის" მოგების შანსები 54%-ით, ხოლო ფრის შანსები 29%-ით ფასდება.

    რაც შეეხება "პარტენოპეის", როგორც სუპერკომპიუტერი ფიქრობს, იმის შანსი, რომ "ნაპოლიმ" "რეალი" დაამარცხოს 17%-ია.

    შეგახსენებთ, რომ ეს დაპირისპირება 3 ოქტომბერს, ჩვენი დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

    Facebook კომენტარები