• 05-10-2023
    "ბარსელონასთან" თამაში ჩემი ოცნებაა" - ირაკლი აზაროვის კომენტარი
    "ბარსელონასთან" თამაში ჩემი ოცნებაა" - ირაკლი აზაროვის კომენტარი

    მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელმა ირაკლი აზაროვმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 მატჩი "ანტვერპენის" წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

    აღსანიშნავია, რომ უკრაინული გუნდი შემდეგ მატჩში კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება, რაც აზაროვისთვის საკმაოდ ამაღელვებელია.

    მატჩის შემდეგ, ქართველმა ჟურნალსიტებთან გაისაუბრა:

    "შახტართან უკვე 100%-ით ადაპტირებული ვარ და ყველაფერი ბრწყინვალედაა. გიოც (გოჩოლეიშვილი) დამეხმარა, რომელიც უკვე 7 თვეა აქ იმყოფება. არ გამჭირვებია გუნდში გაშინაურება. შახტარში სამწვრთნელო შტაბიც ძალიან კარგია. მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს" 

    "ჩემპიონთა ლიგაში სუსტი გუნდები არ არსებობენ, მაგრამ ჩვენ შახტარი ვართ და ყოველთვის უმაღლეს მიზნებს ვისახავთ. ვიბრძოლებთ ჯგუფში არა მესამე, არამედ მეორე ან პირველი ადგილისთვის" 

    "ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს ჰყავს ოცნების გუნდი. ბევრი ბავშვობაში ბარსელონას მატჩებს უყურებდა და სიამოვნებას იღებდა მესისა და რონალდინიოს თამაშისგან. ჩემი დიდი ოცნება ბარსელონასთან თამაში იყო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მატჩები მოვიგოთ", - თქვა ქართველმა.

    Facebook კომენტარები