• 06-10-2023
    კრისტენსენი შეიძლება ნახევარდაცვაში გამოსცადონ
    კრისტენსენი შეიძლება ნახევარდაცვაში გამოსცადონ
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონაში" ორიოლ რომეუს იდეალურ ნახევარმცველად მიიჩნევენ, - იუწყება გაბრიელ სანსი.

    მიუხედავად ესპანელი შუახაზელის მიერ "პორტუსთან" ცუდად ჩატარებული მატჩისა, "ბლაუგრანაში" მას სრულად ენდობიან.

    რომეუს შედარებით ცუდ გამოსვლაში თავისი წვლილი ფრენკი დე იონგის არყოფნასაც შეაქვს. ნიდერლანდელი ნახევარმცველის ტრავმამ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თერთმეტეულში არსებული ბალანსი დაარღვია.

    წყაროს თანახმად, არაა გამორიცხული, საჭიროების შემთხვევაში ნახევარდაცვაში ანდრეას კრისტენსენმაც აიწიოს.

    მიუხედავად ამისა, ჩავის სასურველი ვარიანტები მაინც ილქაი გიუნდოგანი და პაბლო გავი არიან.

    კრისტენსენის ნახევარდაცვაში დაყენებაზე წერს SPORT-იც. ჟურნალისტ ფერან კორეასის თქმით, ეს იდეა "ბარსას" სპორტულ დირექტორს, დეკუსაც მოსწონს და იგი შეიძლება მომდევნო მატჩებში გამოიცადოს.

    Facebook კომენტარები