03-08-2022

გიორგი ვეკუამ “გაგრა” დატოვა

ავტორი
25 წლის ნახევარმცველმა, გიორგი ვეკუამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე "გაგრა" დატოვა. ინფორმაციას ქართული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გიორგი "გაგრას" შემადგენლობაში 2020 წელს ჩაირიცხა და მას შემდეგ ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 39 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
საგულისხმოა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს "ვიტ ჯორჯიაში" თამაშის გამოცდილებაც აქვს.
ცნობისთვის, "გაგრა" გიორგი ვეკუას გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები