• 08-10-2023
    მატეუ ალემანი "ატლეტიკოს" შეუთანხმდა
    მატეუ ალემანი "ატლეტიკოს" შეუთანხმდა
    Author of the article
    Aa

    უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მატეუ ალემანი უმუშევარია, თუმცა, როგორც ჩანს, ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

    Partizado Cope-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ყოფილი სპორტული დირექტორი მადრიდის "ატლეტიკოში" მუშაობის დაწყებასთან ძალიან ახლოს გახლავთ.

    ალემანის "ბლაუგრანადან" წასვლის შესახებ ინფორმაცია პირველად მაისში გავრცელდა. მაშინ იწერებოდა, რომ ესპანელი ბირმინგემის "ასტონ ვილას" სპორტული დირექტორი ხდებოდა, თუმცა "ვილანებთან" შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ მატეუც კლუბში კიდევ რამდენიმე თვით დარჩა.

    როგორც გაირკვა, საფეხბურთო ფუნქციონერს "ბარსაში" დეკუს დაბრუნებაც არ ესიამოვნა, რადგან მათ რიგ საკითხებში განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ.

    "ატლეტიკოსთვის" ალემანის კანდიდატურას მომხიბლავს ის კავშირები ხდის, რაც მას ლა ლიგის მაღალ წრეებში აქვს. გარდა ამისა, მატეუმ შესანიშნავად იცის ლა ლიგის ფინანსური ფეარ-პლეის წესებიც.

    შეგახსენებთ, რომ მატეუ "ბარსელონაში" 2021 წელს, ჟოან ლაპორტას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დასაქმდა

    Facebook კომენტარები