• 10-10-2023
    "ზუსტად ვიცი "ნაპოლის" ეს კაცი ჩაიბარებს" - ფედელემ "პარტენოპეის" მომავალ თავკაცზე ისაუბრა
    "ზუსტად ვიცი "ნაპოლის" ეს კაცი ჩაიბარებს" - ფედელემ "პარტენოპეის" მომავალ თავკაცზე ისაუბრა

    ყოფილმა საფეხბურთო სპორტულმა დირექტორმა, ენრიკო ფედელემ ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის დროს "ნაპოლიზე" ისაუბრა:

    "მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლიმ" რამდენიმე თამაშის მოგება მოახერხა, ყველა ვხედავთ, რომ მაღალი დონის გუნდებთან "პარტენოპეის" უჭირს" 

    "ვიცი, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე აურელიო დე ლაურენტისი ვინჩენცო იტალიანოს, ტიაგო მოტასა და იულიან ნაგელსმანის კანდიდატურებს განიხილავდა" 

    "შეუქმნის თუ არა ამ მომენტში რუდი გარსიას გათავისუფლება "ნაპოლის" ეკონომიკურ პრობლემებს? ასე არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, ნოემბრის ბოლოს გუნდს ანტონიო კონტე ჩაიბარებს. სიმართლე გითხრათ, აღფრთოვანებული ვარ", - განაცხადა ფედელემ.

    Facebook კომენტარები