• 10-10-2023
    "სალაჰის შემცვლელად ერთადერთი კვარაცხელია მახსენდება" - "ლივერპულის" ყოფილ მცველს გუნდში ხვიჩა სურს
    "სალაჰის შემცვლელად ერთადერთი კვარაცხელია მახსენდება" - "ლივერპულის" ყოფილ მცველს გუნდში ხვიჩა სურს

    "ლივერპულის" ყოფილი მცველმა, სტივენ უორნოკმა ერთ-ერთი საფეხბურთო გადაცემის ეთერში განაცხადა, რომ კლუბმა სალაჰი უნდა გაყიდოს და მის შემცვლელად ხვიჩა კვარაცხელია მოიყვანონ:

    "ჩემი აზრით, შეუცვლელი ფეხბურთელები არ არსებობენ. თავის დროზე ამას ვამბობდი ლუის სუარესისა და ფელიპე კოუტინიოს შესახებ და იგივეს ვფიქრობ სალაჰის შესახებაც"

    "როდესაც შესაძლებელია, რომ საუდის არაბეთიდან მის სანაცვლოდ 175 მილიონი ფუნტი გადაიხადონ, ასეთ წინადადებაზე უარს ვერ იტყვი. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, სალაჰს იანვარშივე გავყიდიდი, მაქსიმუმ, მომავალ ზაფხულს. ოღონდ, ამ დროისთვის შესაბამისი შემცვლელიც უნდა იყოს მოძებნილი"

    "ვინ შეიძლება ის იყოს? ვფიქრობ, ყურადღება ისევ სერია A-ს უნდა მივაპყროთ (2016 წელს ლივერპულმა სალაჰი "რომადან" იყიდა) ვინმე საინტერესო უნდა შევარჩიოთ. ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც ახლა მახსენდება, ხვიჩა კვარაცხელიაა. როდესაც მის თამაშს უყურებთ, ფიქრობთ, ახალგაზრდაა და დიდი პოტენციალი გააჩნია"

    "ერთი საკითხი რაც მაფიქრებს, ისაა, რომ კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე თამაშობს და მარჯვნივ რამდენად სარგებლიანი იქნება, რთული სათქმელია. ამასთან, ლივერპულმა კომერციული ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოს. ენფილდზე ეგვიპტელის გამოსახულებით შარფები და მაისურები უდიდესი რაოდენობით იყიდება. მისმა შემცვლელმა სარგებელი ამ მხრივაც უნდა მოიტანოს".

    Facebook კომენტარები