• 12-10-2023
    "ტაილანდი კარგი გუნდია, ისინი თავის შანსს გამოიყენებენ" - სანიოლის პრესკონფერენცია
    "ტაილანდი კარგი გუნდია, ისინი თავის შანსს გამოიყენებენ" - სანიოლის პრესკონფერენცია

    საქართველოსა და ტაილანდის ნაკრებების მატჩის წინა დღეს ჩვენი ნაკრების თავკაცმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე შეხვედრის სესახებ ისაუბრა:

    "ეს კვიპროსთან მოსამზადებელი თამაშია. ტაილანდი საინტერესო გუნდია, ტექნიკურად არაფრით ჩამოგვივარდებიან, ორგანიზაციულად და ტაქტიკურად შეიძლება მაღალ დონეზე არ არიან, თუმცა მათ თუ მივცემთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის შანსს, აუცილებლად გამოიყენებენ"

    "ამიტომ, ფეხბურთელების დავალება იქნება, რომ მაღალი პრესინგით, სწორი თამაშით მეტოქეს არ მივცეთ თამაშის საშუალება"

    "აღვნიშნავ, რომ აზიური გუნდები ევროპულ გუნდებზე ბევრად მეტ ოფიციალურ თამაშს ატარებენ, ჩემი თვალით ვნახე, რომ ტაილანდი კარგი გუნდია, სუსტი მეტოქე ნამდვილად არ არის", - განაცხადა ფრანგმა.

    Facebook კომენტარები