• 13-10-2023
    დაზიანების გამო! - ალეხანდრო ბალდემ ესპანეთის ნაკრენის შეკრება მიატოვა
    დაზიანების გამო! - ალეხანდრო ბალდემ ესპანეთის ნაკრენის შეკრება მიატოვა

    როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ნაკრებამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში შინ შოტლანდია მიიღო და ანგარიშით 2:0 იმარჯვა.

    პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა “ბარსელონას” ახალგაზრდა მოთამაშე ალეხანდრო ბალდე გაიყვანა და მის ნაცვლად ფრან გარსია შემოიყვანა.

    საქმე იმაშია, რომ ბალდემ დაზიანება მიიღო რის გამოც მას ნაკრების დატოვება და “ბარსელონაში” დაბრუნება მოუწევს.

    შედეგად, “ბარსელონას” ლაზარეთი კიდევ უფრო გაიზარდა.

    Facebook კომენტარები