• 14-10-2023
    საქართველოს ნაკრების სავარაუდო XI კვიპროსთან მატჩისთვის
    საქართველოს ნაკრების სავარაუდო XI კვიპროსთან მატჩისთვის
    Author of the article
    Aa

    საქართველოს ნაკრები ხვალ ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩს ჩაატარებს. "ჯვაროსნები" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვიპროსის ეროვნულ გუნდს მიიღებენ.

    Sofascore-ის ვერსიით, ვილი სანიოლი მოედანზე შემდეგ თერთმეტეულს გაიყვანს:

    მეკარე: გიორგი მამარდაშვილი

    დაცვა: საბა კვირკველია, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი

    ნახევარდაცვა: საბა ლობჟანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია

    თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი

    ქართველები აღნიშნულ მატჩს 4 ქულის ამარა ხვდებიან, თემურ ქეცბაიას შეგირდებს კი ჯერ ქულაც არ აქვთ აღებული.

    შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები