• 14-10-2023
    "ბარსელონა" იანვარში სანჩოს დამატებას არ ეცდება
    "ბარსელონა" იანვარში სანჩოს დამატებას არ ეცდება
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონა" იანვარში ჯეიდონ სანჩოს დამატებას არ ეცდება, - იუწყება SPORT.

    წყაროს თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი გარემოცვიდან "ბლაუგრანასაც" და სხვა ევროპულ გრანდებსაც დაუკავშირდნენ. ინგლისელის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ჩასარიცხად კლუბს რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვა დასჭირდებოდა, ეს კი არ იგეგმება.

    შესაძლოა, ჯეიდონს "ბარსადან" ზაფხულში მიუბრუნდნენ, რადგან აშკარაა, რომ "ემიუში" მას დიდი დღე არ უწერია.

    ცნობისთვის, სანჩოს "წითელი ეშმაკების" თავკაცთან, ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტი აქვს. ნიდერლანდელი სპეციალისტისთვის ბოდიშის მოხდაზე უარის თქმის გამო, 23 წლის ფეხბურთელს მოედანზე გასვლის შანსი არ ეძლევა.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 3 მატჩში ჯეიდონმა თავი ვერაფრით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები