• 15-10-2023
    ვილი სანილი: “კვიპროსთან მატჩში ჩვენი მიზანი სწორედ ეს იქნება”
    ვილი სანილი: “კვიპროსთან მატჩში ჩვენი მიზანი სწორედ ეს იქნება”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

    შეხვედრის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

    “ტაილანდთან ამხანაგური შეხვედრის მსგავს მატჩებში, ძალიან მნიშვნელოვანია თამაშის სასტარტო წუთები. პირველი ტაიმში ფეხბურთელებმა მაღალი ინტენსივობით ითამაშეს და კონცენტრირებულები იყვნენ, რამაც თამაში გაგვიადვილა. ვიცით, რომ კვიპროსთან განსხვავებული მატჩი გველის. მეტოქე ძლიერია, თუმცა ფეხბურთელებისგან იგივე მიდგომას ველი. სწორედ ასე შევძლებთ თამაშის ჩვენ სასარგებლოდ წარმართვას. 

    კვიპროსში რთული თამაში გვქონდა, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში იოლი მატჩები არ არსებობს. გუნდებს შორის სხვაობა შემცირებულია. შესაძლოა, კვიპროსთან საუკეთესო თამაში არ ჩაგვიტარებია, თუმცა, რაც მთავარია, სამი ქულა მოვიპოვეთ. კვიპროსთან გასვლითი თამაში კარგად დავიწყეთ და იმავეს ველი ხვალ. ვეცდებით, ხვალ ნაკლები შეცდომა დავუშვათ. ფეხბურთელებმა იციან, რომ რთული მატჩი გველის, რადგან მეტოქეს სურს ქულების აღება. ასე რომ, ჩვენი მიზანია თამაში რთული მეტოქისთვის გავხადოთ". - განაცხადა სანიოლმა.

    ცნობისთვის, საქართველოსა და კვიპროსის ნაკრების დაპირისპირება მიხეილ მესხის სტადიონზე, თბილისის დროით 17:00 საათზე შედგება.

    Facebook კომენტარები