• 15-10-2023
    ბრუნო გიმარაეშს “ბარსელონაში” თამაში უნდა
    ბრუნო გიმარაეშს “ბარსელონაში” თამაში უნდა

    კატალონიის “ბარსელონა” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მთელი სამყაროს მასშტაბით არაერთ პროფესიონალ ფეხბურთელს სწორედ “ლურჯ-ბროწეულისფერი” მაისურის მორგება სურს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ხუან მარტის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრუნო გიმარაეშმა სპეციალურად “ბარსელონაში” ტრანსფერისთვის საიდუმლო კონტრაქტი დადო.

    თუ “ბლაუგრანამ” ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენა მოინდომა, “ნიუკასლი” მას 65-70 მილიონ ევროდ შეელევა.

    ცნობისთვის, გიმარაეშის ოცნება სწორედ “ბარსელონაში” თამაში გახლავთ.

    Facebook კომენტარები