• 15-10-2023
    ცვლილება საქართველოს ნაკრების განაცხადში - ვინ დატოვა ნაკრები ნაადრევად
    ცვლილება საქართველოს ნაკრების განაცხადში - ვინ დატოვა ნაკრები ნაადრევად

    როგორც მოგეხსენებათ, დღეს 15 ოქტომბერს 17:00 წუთზე საქართველოს ნაკრები კვიპროსს დაუპირისპირდება.

    მატჩის წინა დღეს, ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გუნდის განაცხადში ცვლილება შეიტანა.

    კვიპროსთან მატჩამდე, გაბრიელ სიგუა ეროვნულ ნაკრებს დატოვებს და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს შეუერთდება.

    აქვე შეგახსენებთ, რომ 21-წლამდელები შემდეგ მატჩს 17 ოქტომბერს, ბათუმში შვედეთის წინააღმდეგ გამართავენ.

    Facebook კომენტარები