14-08-2022

თბილისის “დინამომ” ბოლნისის “სიონი” დაამარცხა

ავტორი
ეროვნული ლიგა დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. 21-ე ტურის შეხვედრაში თბილისის "დინამომ" შინ ბოლნისის "სიონი" მიიღო და ანაგრიშით 3:1 იმარჯვა.
შეხვედრის 65-ე წუთზე ანგარიში გიორგი მოისწრაფიშვილმა გახსნა, მალევე თემურ ბექაურმა ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრის 77-ე წუთზე გიორგი გაბედავამ "დინამო" კვლავ დააწინაურა, მატჩის 82-ე წუთზე კი უსმანე კამარამ საბოლოო წერტილი დასვა.
თბილისის "დინამო" ეროვნულ ლიგაში მე-2 ადგილზე იმყოფება, უჩა სოსიაშვილის გუნდი კი მე-8 პოზიციას იკავებს.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას გორის "დილას" წინააღმდეგ ჩაატარებს, "სიონი" კი წყალტუბოს "სამგურალს" დაუპირისპირდება.
ტეგები:
Facebook კომენტარები