• 16-10-2023
    "კვარაცხელია "ნაპოლის" ყველაზე მეტად ახლა სჭირდება" - სანაკრებო მატჩების შემდეგ იტალიურ მედიაში კვარას აქებენ
    "კვარაცხელია "ნაპოლის" ყველაზე მეტად ახლა სჭირდება" - სანაკრებო მატჩების შემდეგ იტალიურ მედიაში კვარას აქებენ

    საქართელოს ნაკრებში "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშს იტალიური გამოცემა "Corriere Dello Sport" ეხმაურება:

    "ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა და ისევ მბრძანებლური და მდიდარი წარმოსახვის მქონეა. უდინეზესთან მატჩში, ნაპოლის მაისურით გოლის გატანით მიღებული სიამოვნება ხელახლა შეიგრძნო, ამის შემდეგ კი ტაბუ ეროვნულ ნაკრებში დაარღვია"

    "ხვიჩამ ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდს გაუტანა, გუშინ კი, ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე, კვიპროსის კარი აიღო და განსაკუთრებული აღნიშვნაც ჰქონდა"

    "კვარაცხელიამ კარიდან გამოსულ მეკარეს მაღალ სიჩქარეზე აჯობა, საკუთარი გულშემატკივრებისკენ გაემართა და ისარი გაისროლა. 4 დღეში ხვიჩამ ორი გოლი გაიტანა. გუშინ, მან საგოლე გადაცემაც მიითვალა და ნაპოლი ხელგაშლილი ელოდება" 

    "იგი გუნდს ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს, რადგან კლუბი ვიქტორ ოსიმენის ტრავმის სირთულესთან დაკავშირებული სიახლის მოლოდინშია და ღელავს. თან ელოდება ვერონასთან მატჩი, რომელიც რუდი გარსიასთვის გადამწყვეტია, გუნდისთვის კი ძალიან დელიკატური შეხვედრაა", - წერს იტალიური გამოცემა.

    Facebook კომენტარები