• 16-10-2023
    "ბაიერნმა" ვიქტორ ციგანკოვს დაუმიზნა
    "ბაიერნმა" ვიქტორ ციგანკოვს დაუმიზნა

    ესპანური "ჟირონა" 2023/2024 წლების სეზონს საოცრად იწყებს. მანუ მიჩელის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს და ისეთ გრანდებს უსწრებს, როგორებიც "ბარსელონა" და "ატლეტიკო" არიან.

    კატალონიელთა ამ წარმატების ფონზე, რა გასაკვირია, რომ ევროპის წამყვანი კლუბები მათი ფეხბურთელებით დაინტერესდნენ. ამის გამოძახილია მიუნხენის "ბაიერნის" დაინტერესება ვიქტორ ციგანკოვითაც.

    BILD-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" უკრაინელ გარემარბის გადაბირებას მომდევნო ზაფხულისთვის ფიქრობს. ბავარიაში უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ 25 წლის ფეხბურთელს ინგლისური პრემიერ ლიგიდანაც უმიზნებენ. რამდენიმე შეთავაზება "ჟირონამ" წინა სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე მიიღო.

    "თეთრ-წითლები" ვიქტორს 30 მილიონ ევროდ აფასებენ. სხვათა შორის, "ჟირონას" ციგანკოვზე სატრანსფერო უფლებების მხოლოდ 50% ეკუთვნის, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის ნახევარს "დინამო კიევი" მიიღებს.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში ციგანკოვმა თავი თითო-თითო გოლ-ასისტით გამოიჩინა.

    აქვე გეტყვით, რომ ვიქტორი ამჟამად "რეალთან" მატჩში მიღებულ ტრავმას მკურნალობს.

    Facebook კომენტარები