• 17-10-2023
    "ამ პოზიციაზე თამაში არ მომწონს, ეს ყველამ იცის" - კამავინგას განცხადება
    "ამ პოზიციაზე თამაში არ მომწონს, ეს ყველამ იცის" - კამავინგას განცხადება

    ყველასათვის ცნობილია, რომ მადრიდის "რეალის" ფრანგ ნახევარმცველს, ედუარდო კამავინგას ხანდახან უწევს მარცხენა მცველი პოზიციაზე თამაში. 

    ედუს ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს რაზეც ასეთი პასუხი გასცა: 

    "როგორც წესი მე მარცხენა განაპირა მცველად თამაში არ მომწონს ხოლმე, ვფიქრობ ეს ყველამ იცის" 

    "მაგრამ, თუ ამ პოზიციაზე ჩემი თამაში საჭირო იქნება მე ამას აუცილებლად გავაკეთებ, მიუხედავად იმისა მომწონს თუ არა მე ეს", - განაცხადა კამავინგამ.

    Facebook კომენტარები