• 17-10-2023
    ოფიციალურად: ფაჯიოლი 7-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
    ოფიციალურად: ფაჯიოლი 7-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
    Author of the article
    Aa

    ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველს, ნიკოლო ფაჯიოლის იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ 7-თვიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდა. მიზეზი უკანონო ფსონების განთავსებაა.

    ფაჯიოლის ფეხბურთის თამაში თავიდან 12 თვით აეკრძალა, თუმცა სასჯელი 5 თვით შემსუბუქდა. გარდა ამისა, 22 წლის ფეხბურთელს 12 ათას 500 ევროს გადახდაც მოუწევს.

    "ბიანკონერის" შუახაზელის სასჯელის შემსუბუქება იმან გამოიწვია, რომ მან გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. იგი შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლებს 10-ჯერ შეხვდება და მნიშვნელოვან ცნობებს მიაწვდის.

    ნიკოლო, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული აღმოჩნდა, ასევე თერაპიულ კურსს გაივლის.

    შეგახსენებთ, რომ უკანონო ფსონების განთავსების საქმე იტალიის ნაკრების შეკრების მიმდინარეობისას გასაჯაროვდა. მისი ცნობილი ფიგურანტები არიან სანდრო ტონალი (ნიუკასლი) და ნიკოლო ძანიოლო (ასტონ ვილა), რომლებსაც ასევე დაეკისრებათ სასჯელი.

    იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, საერთო ჯამში, გამოძიება 40 ფეხბურთელს შეისწავლის.


    Facebook კომენტარები