• 17-10-2023
    როკე: "არაუხომ დამირეკა და "ბარსაში" გადმოსვლა მთხოვა"
    როკე: "არაუხომ დამირეკა და "ბარსაში" გადმოსვლა მთხოვა"
    ავტორი
    Aa

    "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფმა თავდამსხმელმა, ვიტორ როკემ Mundo Deportivo-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

    18 წლის თავდამსხმელმა ჟურნალისტთან საუბარში გაამხილა, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა მისი "ატლეტიკო პარანაენსედან" წასვლა გადაწყვეტილი არ გახლდათ, რონალდ არაუხოსთან ჰქონდა კომუნიკაცია.

    "იქამდე, სანამ ტრანსფერი შედგებოდა, არაუხომ დამირეკა და მითხრა: "მოდი "ბარსელონაში" და ჩვენ ითამაშე!" - თქვა ვიტორმა.

    შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ სუპერტალანტში "ბარსამ" 31 მილიონი ევრო გადაიხადა და "ატლეტიკოში" იჯარის წესით დატოვა.

    იმ შემთხვევაში, თუ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" საამისო სახსრებს გამონახავენ, როკე "ბლაუგრანას" მაისურით თამაში იანვრიდანვე შეეძლება.

    Facebook კომენტარები