• 18-10-2023
    “ნიუკასლმა” ბრუნო გიმარაეშს ფასი დაადო
    “ნიუკასლმა” ბრუნო გიმარაეშს ფასი დაადო

    როგორც მოგეხსენებათ, ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრუნო გიმარაეშს “ნიუკასლ იუნაიტედთან” ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი, რის თანახმადაც მას “ბარსელონაში” 60-70 მილიონ ევროდ გადასვლა შეეძლო.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.

    “ბარსელონასა” და ნებისმიერ დაინტერესებულ გუნდს ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენა 100 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

    ცნობისთვის, გიმარაეშმა მიმდიბარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები