• 19-10-2023
    ცნობილია - ვინ იქნება გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქე
    ცნობილია - ვინ იქნება გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქე

    როგორც ამერიკულ მედიაში წერენ, UFC 296-ზე გიგა ჭიკაძე თავის მომდევნო ბრძოლას გამართავს.

    ირკვევა, რომ ქართველის მეტოქე 38 წლის ჯოშ ემეტი იქნება, რომელმაც კარიერაში 22 ბრძოლიდან, 18 გამარჯვებით დაასრულა.

    მედიაში წერენ, რომ გიგას ბრძოლა 16 დეკემბერს გაიმართება და ეს მისთვის მეათე დაპირისპირება იქნება.

    ცნობისთვის, ჭიკაძემ ბოლოს აგვისტოში იბრძოლა, სადაც მან 3-რაუნდიან ორთაბრძოლაში ალექს კასერესი დაამარცხა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები