• 19-10-2023
    UFC 5 - ქართველი მებრძოლების რეიტინგი ცნობილია
    UFC 5 - ქართველი მებრძოლების რეიტინგი ცნობილია

    როგორც მოგეხსენებათ, EA SPORTS პოპულარული სიმულატორის მორიგი ნაწილს UFC 5 უახლოეს მომავალში გამოუშვებს.

    აღნიშნულ თამაშში ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. UFC 5-ში ქვემსუბუქი წონის მე-5 კონტენდერი, ილია თოფურია და სუპერმსუბუქი წონის მე-2 კონტენდერი მერაბ დვალოშვილი იქნებიან.

    “ქართველი მანქანის” გრეპლინგი, სტრაიკინგი და  გამძლეობა 4,5 ვარსკვლავით შეფასდა. საბოლოო ჯამში, მერაბმა სწორედ 4.5 შეფასება დაიმსახურა.

    “ელ მატადორს” იდენტური მონაცემები აქვს და შედეგად 4.5 ვარსკვლავო დაიმსახურა.

    ცნობისთვის, UFC 5 ოფიციალურად 27 ოქტომბერს გამოვა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები