• 25-10-2023
    "ქართველი ჯადოქარი საოცარ მოქმედებებს გვთავაზობს" - როგორ გამოეხმაურნენ კვარას პერფორმანსს
    "ქართველი ჯადოქარი საოცარ მოქმედებებს გვთავაზობს" - როგორ გამოეხმაურნენ კვარას პერფორმანსს

    როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში "უნიონ ბერლინს" შეხვდა და მეოტქე 1:0 დაამარცხა.

    შეხვედრის ერთადერთი გოლი ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა, რომელმაც ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიას ასისტით გახსნა.

    აღსანიშნავია, რომ ქართველი ვინგერის თამაშს უცხოური მედიაც გამოეხმაურა.

    "კვარას მუდმივად სამმაგი მეურვეობით ეთამაშებოდნენ. შემდეგ სცენაზე გავიდა და თავისი აჩქარებებით გაარღვია მარცხენა ფლანგი და თავის სტილში ოქროს საგოლე პასი გააკეთა", - "Eurosport".

    "სივრცეები ბევრი არ ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად ქართველი ჯადოქარი საოცარ მოქმედებებს გვთავაზობს. მოქმედება, რომელიც ემოციაა", - "Tuttonapoli".

    "ერთი საათი მხოლოდ მისი გამონათებები იყო უნიონის დაცვისთვის პრობლემების შესაქმნელად. შემდეგ კი, მისი დიდებული მოქმედებით ნაპოლის გზა ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფური ეტაპის დაძლევისკენ წავიდა", - "Tuttomercatoweb".

    Facebook კომენტარები