• 30-10-2023
    ცნობილია: როგორი შეფასება დაიმსახურა ხვიჩამ "მილანთან" მატჩში
    ცნობილია: როგორი შეფასება დაიმსახურა ხვიჩამ "მილანთან" მატჩში
    Author of the article
    Aa

    რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სერია ა-ს ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც "ნაპოლი" "მილანს" დაუზავდა, ანგარიშით 2:2.

    პირველი ტაიმი "როსონერიმ" ოლივიე ჟირუს დუბლის წყალობით მოიგო, მეორე ნახევარში კი მატეო პოლიტანოსა და ჯაკომო რასპადორის ულამაზესმა გოლებმა "პარტენოპეის" ქულა გადაურჩინეს.

    ნეაპოლელებს გამარჯვების შანსიც ჰქონდათ, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ბოლო წამზე დარტყმული ბურთი მაიკლ მენიომ მოიგერია.

    Sofascore-მა კვარას თამაში 7.3 ბალით შეაფასა, Whoscored.com-მა კი - 7.8-ით.

    "ნაპოლის" სერია ა-ში ახლა 18 ქულა აქვს და ლიდერ "ინტერს" 7 ქულით ჩამორჩება.

    Facebook კომენტარები