• 06-11-2023
    კრისტენსენი მთელი სეზონია ტრავმით თამაშობს
    კრისტენსენი მთელი სეზონია ტრავმით თამაშობს
    Author of the article
    Aa

    2023/2024 წლების სეზონი "ბარსელონასთვის" ტრავმების თანხლებით დაიწყო. გუნდს თავისი საკვანძო ფეხბურთელების გარეშე რამდენიმე მატჩის ჩატარება უკვე მოუწია.

    Sport-ს თუ დავუჯერებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ტრავმირებულები მათ შორისაც მოეძევებათ, ვინც შეხვედრების გამოტოვება არ ისურვა.

    საუბარია ანდრეას კრისტენსენზე. წყაროს თანახმად, მთელი სეზონია, დანიელ მცველს კოჭის ტკივილი აწუხებს. მან აქილევსის მყესი პრესეზონის მიმდინარეობისას დაიზიანა და ბოლომდე ჯერაც არ გამოჯანმრთელებულა.

    ამას უნდა მივაწეროთ 27 წლის ფეხბურთელის შესამჩნევად გაუარესებული ფორმაც.

    შეგახსენებთ, რომ ბოლო მატჩებში ჩავი ერნანდესი კრისტენსენს ინიგო მარტინესს ამჯობინებს ხოლმე. ანდრეასი გუნდში ახლა რიგით მე-4 ცენტრალური მცველია.

    Facebook კომენტარები